როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად "ლივერპულის" მთავარი სამიზნე დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემია.
სანდო და გავლენიანმა ჟურნალისტმსა, ფაბრიციო რომანომ, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ის დაუჯერებელი მოთამაშეა, მაგრამ ვფიქრობ, დორტმუნდის "ბორუსიას" გაუჭირდება ჯუდ ბელინგჰმის კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნება. კულისებში სიტუაცია გიჟურია. ყველა დიდი კლუბი მოძრაობს. მე მითხრეს, რომ იურგენ კლოპი თითქმის ყოველდღე რეკავს, რათა ჯუდ ბელინგემთან დაკავშირებით სიახლეების შესახებ იკითხოს."
"რა თქმა უნდა, "ჩელსი" მნიშვნელოვანი ნახევარმცველის შეძენას ეცდება. ბელინგემი არის ფეხბურთელი, რომელსაც აფასებენ. მანჩესტერ სიტი რბოლაშია, მადრიდის რეალი კი სიტუაციას აკვირდება. ეს არის დიდი ბრძოლა." - თქვა რომანომ.