გასულ ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნმა" ამსტერდამის "აიაქსიდან" რაიან გრავენბერხი დაიმატა, მაგრამ მას "რეკორდმაისტერში" საკმარისი სათამაშო პრაქტიკა დღემდე არ ეძლევა.
ამ ყველაფრის ფონზე, 20 წლის ფეხბურთელის იჯარით გასხვისების შანსები იზრდება, დაინტერესებულ კლუბებს შორის კი "ლივერპულიცაა".
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გრავენბერხის აგენტები ენფილდზე შენიშნეს და შეიძლება, საქმე იანვარში იჯარის წესით დამატებასთან გვქონდეს.
აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპი "აიაქსიდან" მოყოლებული გრავენბერხის დიდი გულშემატკივარი გახლავთ.