გარი ნევილმა თავის კოლეგას და "ლივერპულის" ყოფილ ფეხბურთელს, ჯეიმი კარაგერს, ჰკითხა შეძლებდა თუ არა მერსესაიდული კლუბი ტოპ 4-ში შესვლას.
"არა, არ მგონია, რომ ლივერპული ოთხეულში მოხვდება."
"მხოლოდ 10 ქულით ჩამოვრჩებით? კიდევ რამდენი ქულა უნდა დავკარგოთ, სანამ არ ვიტყვით, რომ ვიღაცას რაღაცის გაკეთება არ შეუძლია? "ლივერპული" არ თამაშობს საკმარისად კარგად." - უპასუხა კარაგერმა.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" ამჟამად 29 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.