„ლივერპულის“ ვარსკვლავი კრიტიკის ეპიცენტრში მოხვდა

„ლივერპულის“ ვარსკვლავი კრიტიკის ეპიცენტრში მოხვდა

გუშინ ჩატარებული თამაშის შემდეგ, "არსენალი"-"ლივერპული", სადიო მანეს პერფორმანსს, Twitter-ზე ,"წითლების" ფანების მხრიდან უამრავი კრიტიკა მოჰყვა.

სენეგალელი ვარსვლავის "ლივერპულში" გადმოსვლის შემდეგ, ეს სეზონი მისთვის მართლაც ყველაზე ცუდია. (27 თამაში/7 გოლი, 6 ასისტი.)

გამონაკლისი არც მეთოფეებთან დაპირისპირება ყოფილა- სადიომ SofaScore-სგან "ლივერპულის" რიგებში მეორე ყველაზე დაბალი შეფასება, 6.8 მიიღო. 

სულაც არ არის გასაკვირი, მანეს თამაშს ამხელა გამოხმაურება რომ მოჰყვა. მერსისაიდელი ფანები წერენ:

"ჟოტას პროგრესი გვაჩვენებს რომ მანე უნდა გაიყიდოს. მანე და ფირმინო, ორივე უსარგებლოა." 

"მანე საშინელია."

"მანეს გადაწყვეტილების მიღება შემზარავია."

"მანე, ამ სეზონში ჩვენი ყველაზე ცუდი მოთამაშეა. მისი სტანდარტებიდან გამომდინარე, სენეგალელი საშინელია."

აღსანიშნავია, რომ  ეს სეზონი საუკეთესო არც ფირმინოსთვის ყოფილა, (26 თამაში/6 გოლი, 5 ასისტი.)  პორტუგალიელმა ახალწვეულმა კი ამ სეზონში ჩატარებულ 13 თამაშში, 8 გოლის გატანა შეძლო.

1 კვირის წინ
607 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ