იურგენ კლოპის კომენტარი „რეალთან“ მარცხის შემდეგ

იურგენ კლოპის კომენტარი „რეალთან“ მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე „ლივერპული“ მადრიდის „რეალთან“ 3-1 დამარცხდა. 

მატჩის შემდგომ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა.

ჩვენ საკმარისად კარგები არ ვყოფილვართ- ჩემი პირველი კომენტარი ესაა. პირველ ტაიმში არადამაჯერებლები ვიყავით, თუმცა საბოლოო ჯამშიც, მოგება არ დაგვიმსახურებია.

ფეხბურთში შეცდომები ნორმალურია, თუმცა დღეს ცუდი თამაში გვქონდა. ერთადერთი პოზიტივი ისაა, რომ გასვლაზე გოლის გატანა მოვახერხეთ.

ვფიქრობ, მსაჯი სადიო მანეს მიმართ უსამართლო იყო და ეს მას მატჩის შემდეგაც ვუთხარი- არ ვიცი, რაშია საქმე, თუმცა ის დღეს მანეს არ წყალობდა. წაგებას მას არ ვაბრალებ.

ჩვენ 1/2 ფინალში გასასვლელად საკმარისად კარგი ფეხბურთი არ გვიჩვენებია. ახლა რეაბილიტაცია უნდა მოვახდინოთ, ვკონცენტრირდეთ და „ასტონ ვილაზე“ გადავერთოთ."-განაცხადა მან.

შემოგვიერთდით ლივერპულის ქართველი ქომაგების ჯგუფში: ბმული

1 კვირის წინ
693 / 0
Luka
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ