"ლივერპულის" კარის დარაჯმა, ადრიანმა, კლუბში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ახლახანს გავაფორმე კონტრაქტი და ბედნიერი ვარ "ლივერპულში". ჩამოსვლისთანავე ისინი ძალიან კარგად დამხვდნენ. ბედნიერი ვარ აქ. გუნდმა დამანახა, რომ ბედნიერია ჩემთან ერთად. ვსაუბრობთ, მაგრამ გარკვეული ჯერჯერობით არაფერია. კარიერის გაგრძელება ისევ აქ მსურს", - განაცხადა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში 34 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მერსესაიდული კლუბის მაისურით 6 მატჩია.
შემოგვიერთდით ლივერპულის ქართველი ქომაგების ჯგუფში: ბმული
შემოგვიერდით ლივერპულის ქართველი ქომაგების გვერდზე: ბმული