მიზეზი, რატომაც ფირმინოს მაგივრად ჟოტას დაყენება დიდი შეცდომა იყო- საინტერესო ანალიზი

მიზეზი, რატომაც ფირმინოს მაგივრად ჟოტას დაყენება დიდი შეცდომა იყო- საინტერესო ანალიზი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მადრიდის „რეალმა“ „ლივერპული“ 3-1 დაამარცხა. 

აღნიშნულ მატჩში, იურგენ კლოპმა, სასტარტო შემადგენლობაში რობერტო ფირმინოს მაგივრად დიოგო ჟოტა დააყენა. თამაშის შემდგომ, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა ფანმა ახსნა, თუ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება შეცდომა. 

ვფიქრობ, ეს იურგენისგან უდიდესი შეცდომა იყო. თუ დააკვირდებით გოლებს პირველ ტაიმში, ნახავთ, რომ პორტუგალიელი ტონი კროოსისგან მოშორებითაა და პრესინგის თამაშს არც კი ცდილობს, რაც გერმანელს დიდ თავისუფლებას აძლევს.

მეეჭვება,  კროოსს ასე თავისუფლად შეძლებოდა პასების კეთება, მინდორზე ბობი ფირმინო რომ ყოფილიყო, რომელიც მუდმივ პრესინგს ითამაშებდა."-წერს ის. 

შემოგვიერთდით ლივერპულის ქართველი ქომაგების ჯგუფში: ბმული

შემოგვიერდით ლივერპულის ქართველი ქომაგების გვერდზე: ბმული

6 დღის წინ
183 / 1
Luka
user
CHIPE8888 საინტერესო მოსაზრება,მაგრამ წაგების მიზეზი ეს არ იყო. ბობი რო საჭირო კაცია ეს არაერთხელ დამტკიცდა,მაგრამ ვერც ის გააკეთებდა რამეს. გუნდი იყო მოშლილი და იცოდა რა ექნა. ზიდანმა გააოცა კლოპი აშკარად და იურგენი ამისთვის მზად არ იყო. ჩვენს სტილში გვეთამაშებოდა რეალი და ამან დააბნია გუნდი,სხვა რამეს ელოდნენ აშკარად. კიდევ ერთხელ უყურეთ თამაშს და მიხვდებით,რასაც ვამბობ. ტრადიციულად ჩვენ ვთამაშობთ ეგეთ პრესინგს და ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევთ მეტოქის მცველებს. ტრენტი და რობო ლამის ჩვენს საჯარიმოსთან გამოკეტილი ყავდათ,ხოლო ნახევარდაცვა არ იყო კარგი ამ დროს. ამიტომაც იყო შეცდომა კეიტას სასტარტოში დაყენება,რაც გამოასწორა პირველივე ტაიმში,მაგრამ 2-0 იყო უკვე. როცა ასეთ უპირატესობას ფლობს რეალი,მაშინ ის იგებს თამაშსაც და მერე რაც ხდებოდა,არ წაგვეგო მეტი ანგარიშით. გუშინ ფლიკიც შეცდა და აშკარად,არ ელოდა მსგავს სიტუაციას. შეცდომას რო არ უშვებდნენ,მაშინ 0-0 დამთავრდება თამაშები. ცუდი ისაა,რომ კლოპმა ქნა ეს და არა სხვამ. არ ვიცი,რა მოხდება ერთ კვირაში,მაგრამ ბავარია ლივერპულიდან ერთი დააქამბექებს. ასე ინდური ფილმიც არ იქნება ეს ეს ეტაპი. თამაშიდან გამომდინარე უფრო ბავარია ჩანს,მაგრამ არც ლივერპულია ჩამოსაწერი.ბარსასთან ისეთი თამაში ვითამაშეთ რო ჩანდა 4-0 შეგვეძლო,მაგრამ ეხლა ვერაფერს იტყვი. არსენალს ეთამაშები,კარში ვერ გირტყავს წესიერად და ახრჩობ ემირეიტზე,ხოლო რეალთან საჯარმომდე ბურთი ვერ მიგაქვს. უცნაური წელი აქვს ლივერპულს,ვერ გაიგებ ვერაფერს. შეიძლება გამოვიდეს და ბურთი დაახიოს რეალს ან ისევ საზიზღრად წააგოს. რაც მთავარია,ჯერ ასტონ ვილა გვყავს და დასამარცხებელია,მერე იფიქრონ რეალზე.
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ