ჯერარდი: 2014 წელს კროოსის ტრანსფერი ამიტომ არ შედგა

ჯერარდი: 2014 წელს კროოსის ტრანსფერი ამიტომ არ შედგა

„ლივერპულის“ ლეგენდა, სტივენ ჯერარდი, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში 2014 წლის უცნობ ისტორიას იხსენებს, როცა მერსისაიდელებს ტონი კროოსის ტრანსფერი სურდათ.

კლუბში არაოფიციალური თანამდებობა მქონდა- მე ვარსკვლავების გადმობირება მევალებოდა. ყოველ ზაფხულს, ერთი და იგივე მეორდებოდა- „ლივერპული“  მეუბნებოდა, რომელი ფეხბურთელის ყიდვა გვსურდა, ხოლო მე მის დაყოლიებას ვცდილობდი.

2014 წელს ჩვენი სამიზნე ტონი კროოსი იყო. ბრენდან როჯერსმა მითხრა, რომ მას დავკავშირებოდი. ისინი თვლიდნენ, რომ ჩემი ფაქტორი მის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას იქონიებდა, თუმცა ტონიმ არჩევანი მადრიდელებზე შეაჩერა, რის გამოც მისი ჩვენთან ტრანსფერი არ შედგა.

ვიცოდი, რომ მის ყიდვასთან მადრიდის „რეალი“ ახლოს იყო და თავს უხერხულად ვგრძნობდი, თუმცა გერმანელმა ისეთი პასუხი გამცა, რომ თავი იდიოტად არ მეგრძნო. რა თქმა უნდა, ის „სამეფო კლუბში“ გადავიდა, მცირე მიმოწერა გვქონდა, რის შემდეგაც ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ."-წერს სტივი. 

 

6 დღის წინ
248 / 0
Luka
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ