ერლინგ ჰოლანდის პირველი მწვრთნელმა, ალფ ინგვე ბერნტსენმა, განაცხადა, რომ ნორვეგიელი ფორვარდი "ლივერპულში" უნდა გადავიდეს.
"მე რომ გადამეწყვიტა, „ლივერპულს“ ავირჩევდი, რადგან ეს ჩემი გუნდია, თუმცა გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ." - განაცხადა ნორვეგიელმა მწვრთნელმა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფორვარდის გადაბირება მერსისაიდელების გარდა მადრიდის „რეალსა“ და კატალონიის „ბარსელონას“ სურთ, რაც წითლების შანსებს საგრძნობლად ამცირებს.
შემოგვიერთდით ლივერპულის ქართველი ქომაგების ჯგუფში: ბმული
შემოგვიერდით ლივერპულის ქართველი ქომაგების გვერდზე: ბმული