ზიდანი კლოპის კრიტიკას გამოეხმაურა - ფრანგის კომენტარი

ზიდანი კლოპის კრიტიკას გამოეხმაურა - ფრანგის კომენტარი

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში "ლივერპული" ალფრედო დი სტეფანოს სახელობის მოედანზე მიიღო და 3-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, იურგენ კლოპმა საკუთარ კომენტარში აღნიშნა, რომ სტადიონის მდგომარეობა არ მოეწონა.

"ეს მოედანი ნამდვილად უცნაური იყო, მაგრამ ენფილდი სათანადო სტადიონია და ჩვენთვის კარგი იქნება" - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

კლოპის კომენტარი უპასუხოდ არ დატოვა სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმაც.

"არ მაქვს აზრი, თუ რაზე საუბრობს იურგენი, ჩვენ ვამაყობთ ამ სტადიონზე თამაშით" - უთხრა მედიას "ბლანკოსის"თავკაცმა. 

როგორც მოგეხსენებათ, სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის მოედანს რეკონსტრუქცია უტარდება, ხოლო სამეფო კლუბი დროებით ალფრედო დი სტაფეანოს სახელობის მოედანზე ატარებს საშინაო მატჩებს.

5 დღის წინ
132 / 0
Luka
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ