"AS"-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" სამიზნე, ტეუნ კოოპმეინერსი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 20 მილიონი ევრო ეღირება.
იურგენ კლოპს ნიდერლანდელი ნახევარმცველი ჟორჟინიო ვაინალდუმის ჩამნაცვლებლად სურს, რომელიც, დიდი ალბათობით, კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.
როგორც ცნობილია, 23 წლის ფეხბურთელით მერსესაიდულ კლუბთან ერთად "ნაპოლი", "სევილია" და "ინტერიც" ინტერესდება.
სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ამ სეზონში ტეუნის მონაგარი "ალკმაარის" მაისურით 37 მატჩში 17 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
შემოგვიერთდით ლივერპულის ქართველი ქომაგების ჯგუფში: ბმული
შემოგვიერდით ლივერპულის ქართველი ქომაგების გვერდზე: ბმული