1 თვის და 2 კვირის წინ

ცნობილია - როგორია ხელმძღვანელობის გეგმა კლოპთან დაკავშირებით

ავტორი
Aa
"ლივერპულს" ძალიან დიდი კრიზისი აქვს - კლუბი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კატასტროფულად ასპარეზობს, რასაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაც მოჰყვება.
მიუხედავად ამისა, "ლივერპულის" ხელმძღვანელობის გეგმა უცვლელი რჩება - ისინი გრძელვადიანი პროექტის აშენებას კვლავ იურგენ კლოპის გარშემო გეგმავენ - იტყობინება ფაბრიციო რომანო.
რომანოს ინფორმაციით, "ლივერპული" სხვა მწვრთნელებსა და მათ აგენტებს არ დაკავშირებია და არც აპირებს ამას, რადგან კლოპის მიმართ კვლავ ნდობით არიან სავსენი.
მათი გეგმაა, რომ შეინარჩუნონ დღევანდელი შემადგენლობის ბირთვი და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ტრანსფერებით გაზარდონ რესურსი.
Facebook კომენტარები