1 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ვინ იქნება ჯუდ ბელინგემის მთავარი ალტერნატივა ზაფხულში
ცნობილია - ვინ იქნება ჯუდ ბელინგემის მთავარი ალტერნატივა ზაფხულში
ავტორი
Aa

არახალია, რომ ჯუდ ბელინგემი "ლივერპულის" მთავარი სამიზნეა, გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ზაფხულში ინგლისელი ნახევარმცველი მოიყვანოს.

მიუხედავად დიდი ინტერესისა, ბუნებრივია, მისი ტრანსფერი ბევრი გარემოების გამო გარანტირებული არაა და ხელმძღვანელობა ბელინგემის ალტერნატივებსაც ეძებს.

Mail Sport იტყობინება, რომ თუ ჯუდის ვარიანტი ჩავარდა, "ლივერპული" მოიზე კაისედოს ტრანსფერზე გადაერთვება, რომელიც ბელინგემის მსგავსად "ბრაიტონს" ზაფხულში დატოვებს.

"ლივერპულს" ბელინგემის ტრანსფერში მადრიდის "რეალი" შეეცილება, ხოლო კაისედოს შემთხვევაში კონკურენციას პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი გაუწევს.


Facebook კომენტარები