3 თვის და 2 კვირის წინ

მორიგი მძიმე დარტყმა - გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 1 თვეს გამოტოვებს

ავტორი
Aa
"ლივერპულს" პრობლემები არ ელევა - გუნდში მორიგი ტრავმირებულია და ამჯერად ეს ტიაგო ალკანტარაა.
The Telegraph იტყობინება, რომ ესპანელ ფეხბურთელს ბარძაყის დაზიანების გამო სავარაუდოდ 1 თვე გაუცდება, ეს კი ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება.
მერსისაიდული გრანდის ლაზარეთში ისედაც არაა მარტივი ვითარება - ლუის დიასი და იბრაჰიმა კონატე კიდევ რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარებიან იურგენ კლოპს.
ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რამდენ შეხვედრას გამოტოვებს ესპანელი ნახევარმცველი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ