ყველა სიახლე კოუტინიოზე

დატოვებს კოუტინიო ბარსელონას ? მისი აგენტი, კია ჯურაბჩნიანი აცხადებს, რომ ის ესაუბრა ბარსელონას მფლობელს, გენერალურ დირექტორს და სხვა ოფიციალურ პირებს, რომლებმაც მას უთხრეს, რომ ბარსელონა კოუტინიოს გაყიდვას არ აპირებდა. ამის პარალელურად კი მისივეთქმით ბარსელონას მრჩეველი ბრაზილიაში, ანდრე კარი კოუტინიოს არწმუნებს, რომ ნეიმარის ტრანსფერში ჩაერთოს და საფრანგეთში გადაბარგდეს. ამიტომ კოუტინიოს აგენტმა ბარსელონას ღიად მოსთხოვა, რომ მის კლიენტს [...]

ფირმინო “კვირის ფეხბურთელის” ნომინანტია

ბობი ფირმინო ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარადგინეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში. გუშინდელ შეხვედრაში ბობი საქმეში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და მალევე "დრაგაოზე" მესამედ გაუტანა მასპინძელ გუნდს. ფირმინოსთან ერთად ნომინირებულნი არიან დე ლიხტი (აიაქსი), მესი (ბარსელონა) და სონი (ტოტენჰემი). ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.