ზიეჩზე ნადირობა იწყება

"აიაქსის" ახალგაზრდა ფეხბურთელი პრემიერ ლიგის გრანდების სამიზნე გახდა. 26 წლის მაროკოელი  მიმდინარე სეზონში ჩინებულად გამოიყურება და ამსტერდამული კლუბის წარმატების ერთ–ერთი მთავარი შემოქმედიცაა. სეზონის დასრულების შემდეგ პრემიერ ლიგის გრანდები შეეცდებიან ზიეჩის გაფორმებას. Daily Mirror–ის ცნობით ფეხბურთელით "იუნაიტედი", "სიტი", "არსენალი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულნი.