ოფიციალურად: კამაჩომ ლივერპული დატოვა

გასულ სეზონში კამაჩოს და კლუბს შორის ვითარება დაიძაბა. კამაჩომ უკმაყოფილება გამოთქვა მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშის გამო, რის გამოც კლოპმა მას პირველ გუნდში მოხვედრის შანსები შეუმცირა. ლივერპული პორტუგალიელს 10£მლნ-დ აფასებდა. სარფიანად გაყიდვის გამო კლუბმა მას ახალი კონტრაქტიც შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო. შემოთავაზებები იყო ლისაბონის სპორტინგიდან და რეალ კასტილიადან. ფეხბურთელმა პირველ გუნდში თამაშის გარანტია ვერც მადრიდელებისგან მიიღო, [...]

პრობლემები ლივერპულთან და უარი ახალ კონტრაქტზე

გასულ პრე-სეზონზე ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც რეზერვებიდან მნიშვნელოვნად გამოირჩა სწორედ პორტუგალიელი რაფაელ კამაჩო გახლდათ. მერსისაიდელებს იმედი გაუჩნდათ, რომ ლივერპულის აკადემიაში ახალი ვარსკვლავი დაიბადა, შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ საეჭვოა დაუკავშირდება თუარა მისი მომავალი ლივერპულს. რაფაელ კამაჩო ანგოლური წარმომავლობის ლისაბონში დაბადებული ფეხბურთელია, რომელიც 8 წლის ასაკში ჩაირიცხა ლისაბონის სპორტინგის აკადემიაში. მისით 13 წლის ასაკშივე დაინტერესდა მანჩესტერ სიტის აკადემია, [...]