“ლივერპულის” 18 წლამდელთა გუნდმა ინგლისის ახალგაზრდული თასი მოიგო. ფინალში მერსისაიდელებმა “მანჩესტერ სიტი” თავისივე მოედანზე 11 მეტრიანების სერიაში დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ანგარიში პირველ ტაიმში “ქალაქელებმა” გახსნეს, მატჩის მიწურულს კი ბობი დანკანმა შორეული დარტყმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება. პენალტებში კი “წითლებმა” უკვე 5:3 იმარჯვეს.

გთავაზობთ მატჩის ვრცელ მიმოხილვას :

აქვე გეტყვით, რომ 18 წლამდელთა პრემიერ ლიგის ჩრდ. ზონაში “ლივერპული” მეორე პოზიციაზეა და ლიდერს, “დერბის” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ამასთანავე, მერსისაიდელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.